16 წლის რატი, რომელიც ძმის გადასარჩენად ნოველებს წერს – “გადავწყვიტე, ჩემი წვლილიც შემეტანა…”

ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, ერთ თბილისელ 16 წლის ბიჭზეა – რატი ფიფიაზე, რომელიც, გარდა იმისა, რომ წარმატებული მოსწავლეა და არაერთხელ ასახელა სამშობლო საერთაშორისო ასპარეზზე, თურმე ძალიან კარგ ნოველებსაც წერს.

რატი მეთერთმეტე კლასშია. როგორც გვითხრა, ნოველების წერა ორი წლის წინ „თავისთვის“ დაიწყო და არც უფიქრია მათი განდობა საზოგადოებისთვის, რომ არა ერთი სამწუხარო ამბავი, რომელიც მის პატარა ძამიკოს — ბექას შეემთხვა…

სტატია სრულად